ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ “ავიაბილეთები იაფად – aviabiletebi iafad” შესახებ

ავიაბილეთები ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა მიმართულებით და იაფად.

ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა ხელმისაწვდომი სერვისი, რაც დაკავშირებული ავიაბილეთებთან და ავია ტრანსპორტირებასთან.

ჩვენი კომპანია უკვე 20 წელზე მეტია არსებობს და ვთანამშრომლობთ IATA-სთან(The International Air Transportation Association – საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების ასოციაცია) და ასევე დამოუკიდებელ low-cost კომპანიებთან, როგორებიც არიან Wizz Air ან Ryan Air და არა მარტო.

შეგვიძლია შემოგთავაზოთ ყველა არსებული ფრენა თბილისიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა დანიშნულების ადგილას ფრენა, თუნდაც გადაჯდომით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი კომპანია არ ასრულებს ფრენებს, არამედ მხოლოდ შუამავალია ავიაკომპანიასა და მგზავრს შორის. შესაბამისად ავია რეისის დანიშნა ჩვენი მხრიდან არ ხდება.

მოკლე ტერმინოლოგია:

  • ერთი გზა – ფრენა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში
  • ორი გზა – ფრენა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში, უკანა გზის ავიაბილეთით
  • ტრანზიტი – ფრენა როდესაც გაფრენის ქალაქსა და დანიშნულების ადგილს შორის არის გადაჯდომის ადგილი სხვა ქალაქში, სადაც ხდება თვითფრინავის დაცლა და შემდეგ რეისზე/თვითმფრინავზე გადასვლა. აუცილებელია იმის გათვალისწინება რომ ტრანზიტის დრო ვიზა არ არის სავალდებულო, თუ გადაჯდომა 24 საათზე მცირეა, ზოგი გამონაკლისის გარდა, თუმცა ასევე არსებობს აეროპორტები სადაც სატრანზიტო ზონა არ არსებობს, შესაბამისად ვიზა ზოგ შემთხვევაში სავალდებულოა.
  • უბარგო ავიაბილეთი – ისეთი ბილეთი, რომელშიც ჩასაბარებელი ბარგი არ შედის, ყველაზე დაბალ ფასიან ტარიფებზე, სტანდარტულად ხელბარგი ყველა ავიაბილეთის საფასურში შედის.

ბარგი:

მგზავრებს საშუალება აქვთ თან იქონიონ 8 კგ ხელბარგი და 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი, თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, ჩასაბარებელი ბარგი შეიძლება ავიაბილეთის საფასურში არ შედიოდეს.

ამის მიუხედავად ყველა მგზავრს აქვს შესაძლებლობა თანხის დამატებით შეიძინოს ჩასაბარებელი ბარგი, როგორც წესი მაქსიმუმ 6 ჩანთის დამატება არის შესაძლებელი ერთ მგზავრზე, თუმცა ავიაკომპანიების მიხედივით შესაძლოა განსხვავდებოდეს.

ხელბარგი:

ხელბარგი შესაძლოა იყოს 8-დან 10 კილოგრამამდე. ავიკომპანია Wizz Air ხელბარგის მაქსიმალუი წონა არის 10 კგ, ხოლო უმეტეს სხვა ავიაკომპანიებზე ხელბარგის მაქს. წონა 7 – 8 კილოგრამია.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ჩანთის ზომაც, რომელიც განსხვავდება ყველა ავიაკომპანიისთვის, თუმცა საშუალოდ 55X40X35 სმ-ია.

ჩასაბარებელი ბარგი:

ჩასაბარებელი ბარგის მაქსიმალური წონა მერყეობს 20-დან 23 კილოგრამამდე.

ზოგი ავიაკომპანია წონის გარდა, ჩანთის რაოდენობასაც ითვლის, მაგალითად: ავიაკომპანია Lufthansa, Air Baltic, Ukrainian Airlines, LOT Polish Airlines და სხვა მრავალი ავიაკომპანია, ერთი ჩასაბარებელი ბარგის არსებობის შემთხვევაში, რომელიც მაქსიმუმ 23 კილოგრამია, უნდა მოთავსდეს ერთ ჩანთაში და სხვადასხვა ჩანთაში გადანაწილება არ არის შესაძლებელი.

სტანდარტულად ჩასაბარებელი ჩანთის ყველა გვერდის ზომის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.

დამატებითი სერვისები:

ამ ყველაფრის გარდა, ჩვენთან შეგიძლაით შეუკვეთოთ ისეთი სერვისები, როგორიცაა:

  • თანმხლები პირის გარეშე ბავშვის მარტო ტრანსპორტირება(UMNR)
  • ცხოველის ტრანსპორტირება(ძაღლი/კატა)
  • მგზავრის გადაყვანა გორგოლაჭებიანი სავარძლით
  • სპორტული აღჭურვილობის გადატანა
  • მუსიკალური ინსტრუმენტების გადატანა

მადლობა რომ წაიკთხეთ ჩვენი პოსტი “ავიაბილეთები იაფად – aviabiletebi iafad” შესახებ

დამატებითი შეკთხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 255 77 77


0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *