კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ქვემოთ მოხსენიებული ტერმინი „ჩვენ“ და „ჩვენი“ გულისხმობს შპს ი.ტ.ა. ჯორჯიას, საქართველოში დაარსებულ კომპანიას. ხოლო „თქვენ“ და „თქვენი“ გულისხმობს კლიენტებს, რომლებიც იყენებენ შპს ი.ტ.ა. ჯორჯიას პროდუქტს თუ მომსახურებას.

მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ,რატომ და რისთვის ვიყენებთ თქვენს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას. 


ჩვენი საიტის გამოყენებით და პირადი ინფორმაციის გაზიარებით, თქვენ ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომ ჩვენ გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია.

თუ არ ეთანხმებით მოცემულ წესებს, გთხოვთ ნუ გააზიარებთ ჩვენთან თქვენ ინფორმაციას.
 

რა ინფორმაციას გვიზიარებთ:

თქვენზეა დამოკიდებული თუ რა ინფორმაციას მივიღებთ, როდესაც თქვენ ავსებთ ჯავშნისთვის საჭირო გრაფებს (სახელი, გვარი მყიდველისა და მგზავრის, პირადი ნომერი, ქვეყანა, ქალაქი, ქუჩა და საფოსტო ინდექსი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა). ასევე ინფორმაცია თქვენი მოგზაურობის და მგზავრობის მარშრუტის შესახებ.

პროდუქტის თუ მომსახურების ბარათით შეძენის შემთხვევაში გვაწვდით საკრედიტო ბარათის ნომერს, მფლობლის სახელსა და გვარს.

სოციალური ქსელიდან რეგისტრაციისას თქვენ ასევე დამატებით ავრცელებთ ჩვენთან, სახელს, გვარს და ელექტრონულ ფოსტას, რომელიც სოციალური ანგარიშზე გაქვთ მითითებული.
 

ჩვენ დამატებით ვიღებთ ინფორმაციას თქვენი კომპიუტერის შესახებ, IP მისამართს, რომელ ბრაუზერს იყენებთ, რომელ ქვეყანაში, ქალაქში იმყოფებით და თუ რომელი საიტიდან მოხვდით ჩვენ საიტზე( მაგ. მესამე პირის საიტიდან, სოციალური ქსელიდან).

ჩვენ შეიძლება დამატებით მგზავრს ვთხოვოთ პასპორტის მონაცემები(პასპორტის ნომერი, მოქალაქეობა, გაცემის ადგილი, დაბადების თარიღი და პასპორტის მოქმედების ვადა) ან კიდე სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა თქვენი კომფორტული და უპრობლემო მგზავრობისთვის.
 

არასრულწლოვანი მომხმარებლები: 

ჩვენ არ ვყიდით პროდუქტსა თუ სერვისს 18 წლამდე ასაკის მოზარდებზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ მის პირად ინფორმაციას, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავუკავშირდეთ მშობლებს და მივიღოთ დასტური.


საიტზე არსებული მესამე პირთა ბმულები

საიტზე შეიძლება იყოს განთავსებული სხვა საიტების ბმულები. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი სხვა საიტზე არსებულ წესებზე, პირობებზე და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.



რაში ვიყენებთ თქვენ ინფორმაციას: 

პირველ რიგში მოწოდებულ ინფორმაციას ვიყენებთ იმისთვის, რომ მოგაწოდოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. ასევე საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ და მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი შენაძენის შესახებ, ეს შეიძლება მოხდეს ტელეფონის ან მეილის საშუალებით.

ჩვენ შეიძლება გავავრცელოთ გაზიარებული ინფორმაცია მომწოდებლებთან, რაც საჭიროა პროდუქტის თუ მომსახურების შესაძენად.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია გავუზიაროთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს თუ პოლიციას.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში:

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მომავალში შევცვალოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა მომხმარებელის გაფრთხილების გარეშე.