ხშირად დასმული კითხვები

    

  • როგორ შეიძლება ავიაბილეთის დაჯავშნა?

ავიაბილეთების დაჯავშნა შეგიძლიათ საიტზე, ტელეფონის საშუალებით და ადგილზე მოსვლით ოფისში.

საიტზე ავიაბილეთის დაჯავშნის ინსტრუქცია ნახეთ აქ!

ტელ: 032 255 77 77

ელ. ფოსტა: TRIP@ITAGEORGIA.GE

მის: ძმები კაკაბაძეების ქ. 2 (კინოს სახლის შენობა),
        თბილისი ცენტრალის ოფისი, მე-3 სართული
        ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. 47


  • რა ღირს ავიაბილეთი?

ავიაბილეთის საფასური დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე(რომელიც ასრულებს ფრენას) და ფრენის მიმართულებაზე, ასევე პერიოდზე როდესაც გსურთ შეძენა და იმაზე თუ რამდენად ადრე ყიდულობთ ავიაბილეთს.


  • რა ღირს ავიაბილეთის დაჯავშნა?

ავიაბილეთის დაჯავშნა სრულიად უფასოა.


  • რა არის საჭირო იმისთვის რომ ავიაბილეთი დავჯავშნოთ?

ავიაბილეთის დასაჯავშნად საკამრისია მგზავრის სახელი და გვარი ლათინურად, როგორს საზღვარგარეთის პასპორტში არის მითითებული.


  • რა არის საჭირო ავიაბილეთის შესაძენად?

ავიაბილეთის შესაძენად მინიმუმ საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი, ზოგ მიმართულებებზე, როგორიცაა ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ბრაზილია და სხვა, საჭიროა ასევე ვიზის ინფორმაცია და მისამართი დანიშნულების პუნქტზე, სადაც გეგმავთ ცხოვრებას იქ ყოფნის განმავლობაში.


  • რა დამჭირდება იმისთვის რომ ვიმოგზაურო ევროკავშირის ზონაში, ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში?

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ბიომეტრიული პასპორტი, ორმხრივი ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, ტურისტული ჯამრთელობის დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი და ა.შ.)

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ აქ!


  • მსურს შევცვალო თარიღი ან დავიბრუნო ავიაბილეთის საფასური?

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თქვენს დახმარებას, შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე, ტელეფონის მეშვეობით ან/და მობრძანდეთ ჩვენს ოფისებში. ავიაბილეთის შეცვლა ან დაბრუნება ხდება ავიაკომპანიის წესების მიხედვით, აუცილებელია საიტზე ავიაბილეთის შეძენამდე გაეცნოთ ტარიფის წესებს. ტარიფის წესები განსხვავდება ავიაკომპანიის და ავიაბილეთის საფასურის მიხედვით.


  • შედის თუ არა ჩასაბარებელი ბარგი ავიაბილეთის საფასურში?

ეს ინფორმაცია მოცემულია დაჯავშნის გვერდზე, სადაც შეგიძლია ნახოთ ავიაბილეთს საფასურში შედის თუ არა ბარგი. ბარგი მითითებული კილოგრამობით ან ნაჭრებით (მაგ: 1PC). 1 ნაჭერი ბარგი გულისხმობს მხოლოდ ერთ ჩანთას რომელიც მაქსიმუმ 20-დან 23 კილოგრამამდეა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩანთის მოცულობას.


  • შემიძლია თუ არა სხვა ადამიანისთვის ავიაბილეთის დაჯავშნა?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის ნაცვლად იყიდოთ ავიაბილეთი, აუცილებელია რომ მგზავრის მონაცემებში მიუთითოთ იმ პიროვნების სახელი და გვარი, რომელიც გამოიყენებს ავიაბილეთს, ასევე უნდა მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტაცია მგზავრის შესახებ, პასპორტის და საკონტაქტო მონაცემები.


  • შემიძლია თუ არა დავჯავშნო ავიაბილეთი საზღვარგარეთიდან ან საზღვარგარეთ მყოფი პიროვნებისთვის?

დიახ, ყველა ავიაბილეთი არის ელექტრონული, შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, მთავარია თან იქონიოთ თქვენი საზღვარგარეთის პასპორტი და ყოველთვის შეძლებთ ავიაბილეთის გამოყენებას.


  • შემიძლია თუ არა ჩემი და ბავშვის ან ჩვილის ავიაბილეთის დაჯავშნა?

დიახ, ჩვენ საიტზე შეგიძლიათ დაჯავშნოთ, როგორც ბავშვის(2 - 11 წლამდე) ასევე ჩვილის(0 - 1 წლამდე) ავიაბილეთები, თუმცა აუცილებელია ბავშვების უფროსთან ერთად დაჯავშნა.


  • მსურს არასრულწლოვანი მგზავრის ავიაბილეთის შეძენა?

თუ მგზავრი 12 წელზე დიდია, შეგიძლიათ ჯავშანი გააკეთოთ საიტზე, რის შემდეგაც უნდა დაგვიკავშირდებით ჩვენ. თუ მგზავრი 12 წელზე ნაკლებისა, გთხოვთ დაგვიაკვშირდეთ ჩვენ ტელ: 032 2 55 77 77, ან მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: TRIP@ITAGEORGIA.GE, ინფორმაცია ჩვენი ფილიალების შესახებ იხილეთ აქ!


  • მოქმედებს თუ არა ფასდაკლება ბავშვებზე და ჩვილებზე?

ყველა არსებული ფასდაკლება დამოკიდებულია პირდაპირ ავიაკომპანიაზე, როგორც წესი ყველა ავიაკომპანიას აქვს ფასდაკლებები ბავშვებზე 2 წლიდან - 11 წლის ჩათვლით და ჩვილებზე 0 და 1 წლის, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.


  • ძებნისას მითითებული მყავს 1 ბავშვი და 1 უფროსი, თუმცა ბავშვის დაბადების თარიღს ვერ ვუთითებ?

ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბავშვი უკვე 11 წლისაა და ფრენის დღეს უკვე 12 წლის იქნება, ან თუ ჩვილი უკვე 1 წლისაა და გაფრენის დღეს 2 წლის იქნება, შესაბამისად 12 წლის ბავშვი უნდა მიუთითოთ, როგორც უფროსი, ხოლო 2 წლის მცირეწლოვანი, როგორც ბავშვი.


  • რა დროის განმავლობაში მივიღებ ელექტრონულ ავიაბილეთს ელ. ფოსტაზე?

თქვენი ავიაბილეთი გზაშია და მაქსიმუმ 15 წუთში მიიღებთ, თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თავიდან გამოგიგზავნით ავიაბილეთს.


  • საელჩოში წარსადგენი ჯავშანი მჭირდება, როგორ მოვიქცე?

შეგიძლიათ ჩვენ საიტზე დაჯავშნოთ და შემდგომ გამოგიგზავნით თქვენს ჯავშანს ელ. ფოსტაზე, ან დაგვკავშირდით ტელ: 032 2 55 77 77 ან/და მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და ადგილზე მოგემსახურებით, ეს სრულიად უფასო სერვისია.


  • შემიძლია თუ არა დავჯავშნო ავიაბილეთი მრავალი დანიშნულების ადგილით?

დიახ, ჩვენ საიტზე შესვლისას აირჩიეთ შედგენილი მარშრუტი და მიუთითეთ შესაბამისი ქალაქები. ერთ ჯავშანში ასეთი 5 ფრენა შეგიძლიათ მიუთითოთ. (მაგ: თბილისი - სტამბოლი 05 სექტემბერი, ანკარა - თბილისი 25 სექტემბერი და ა.შ.)


დაგვიკავშირდითტელ: +995 32 2 55 77 77