წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Itageorgia.ge საიტზე. ეს საიტი იმისთვისაა, რომ გაგიადვილოთ მოგზაურობა, დაჯავშნა და ავიბილეთების შეძენა. შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია შპს ი.ტ.ა. ჯორჯიაზე. შემდგომში მოხსენიებული ტერმინი „ჩვენ“ და „ჩვენი“ გულისხმობს შპს ი.ტ.ა. ჯორჯიას, საქართველოში დაარსებულ კომპანიას. ხოლო „თქვენ“ და „თქვენი“ გულისხმობს კლიენტებს, რომლებიც იყენებენ შპს ი.ტ.ა. ჯორჯიას პროდუქტს თუ მომსახურებას.

 

აუცილებელია ჩვენი საიტის გამოყენებამდე გაეცნოთ საიტის წესებსა და პირობებს. საიტის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტზე არსებულ წესებს. გთხოვთ თუ არ ეთანხმებით ჩვენ წესებს და პირობებს ნუ გამოიყენებთ საიტს.

 

აკრძალული ქმედებები:

ყველანაირი მასალა და ინფორმაცია წარმოდგენილი საიტზე გვეკუთვნის ჩვენ ან ჩვენს მომწოდებლებს, პროვაიდერებს. თუმცა შეგიძლიათ გაავრცელოთ ან გააკეთოთ მარშრუტის ასლები(და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები), არ გაქვთ უფლება შეცვალოთ, აღადგინოთ, მიისაკუთროთ, გაყიდოთ რაიმე სახის ინფორმაცია, პროდუქტი თუ სერვისი შეძენილი  ჩვენი საიტის მეშვეობით. ასევე არ შეიძლება:

  1. ტყუილი ან არასასურველი ჯავშნების გაკეთება;
  2. საიტზე რობოტების ან ნებისმიერი სახის ავტომატიზირებული პროგრამის გამოყენება;
  3. გააკეთოთ ისეთი რამ რაც შეანელებს, გააუარესებს ან შეამცირებს საიტის შრომისუნარიანობას;
  4. ნებისმიერი ინფორმაციის ან გვერდის ნაწილის სხვაგან გადატანა და მისაკუთრება.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ თქვენი ანგარიში ან მოვხსნათ თქვენი ჯავშანი თუ შევამჩნევთ რაიმე საეჭვო ქმედებებს თქვენი მხრიდან. თუ მართლაც შევამჩნევთ მზგავს ქმედებებს, ჩვენ მივიღებთ საჭირო ზომებს თქვენს წინააღმდეგ და შესაძლოა თქვენ იქნათ აღიარებული დამნაშავედ.

 

მომწოდებელი:

დამატებითი წესები და პირობები მოქმედებს ჯავშნებზე და მასთან დაკავშირებულ ყველა პროდუქტზე თუ მომსახურებაზე, მომწოდებელის მხრიდან.

წესების წაკითხვა შესაძლებელია დაჯავშნის პროცესში, გთხოვთ წაიკითხოთ ეს წესები ჯავშნის პროცესში. პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას თქვენ ეთანხმებით მომწოდებლის წესებსაც. მომწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად შეცვალოს ფრენის ფასი, ფრენის დრო ან გააუქმოს ფრენა, აღნიშნულის შემთქვევაში იქნებით ინფორმირებული.

იმ შეთხვევაში თუ თქვენ დროულად არ განახორციელებთ გადახდას ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ ჯავშანი.

ჩვენ ვთავაზობთ და შესაძლებლობას ვაძლევთ კლიენტებს შეიძინონ 2 ავიაბილეთი ერთი მიმართულებით, ნაცვლად 1 ორმხრივი ავიაბილეთისა, თუმცა ეს 2 ბილეთი განიხილება, როგორც სრულიად განსხვავებული ბილეთი და ორივეს სხვადასხვა წესები აქვს. აქედან გამომდინარე ერთი ბილეთის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მეორე ბილეთთან წინააღმდეგობა, ამ შემთხვევაში ყველანაირ ცვლილებებზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ მგზავრი.

 

კონფიდენციალურობა:

ჩვენ ვზრუნავთ თქვენ კონფიდენციალურობაზე, წესების უკეთესად გასაცნობად გთხოვთ წაიკითხეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
 

საერთაშორისო ფრენები:

საერთაშორისო ფრენების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ საზღვარგარეთ ფრენის წესები და მისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია(პასპორტი, ვიზა თუ სხვა დოკუმენტი). გთხოვთ წინასწარ მოიძიოთ მგზავრობისთვის საჭირო ინფორმაცია.

ვიზასთან დაკავშირებული ნებისმიერი კონსულტაცია უნდა მიიღოთ უშუალოდ საელჩოში.

ტრანზიტული მგზავრობის შემთხვევაში შესაძლებელია დაგჭირდეთ სატრანზიტო ვიზა.

რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გაფრენამდე შესაძლებელია დაგჭირდეთ ვაქცინაცია და მისი დამამტკიცებელი დოკუმენტი.

ი.ტ.ა. ჯორჯია პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებით, არ გულისხმობს დანიშნულების ან სატრანზიტო ქვეყნის სტუმართმოყვარეობაზე, პოლიტიკურ სტაბილურობაზე ან სხვა რისკებზე.

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თუ ზემოთხსენებულ შემთხვევებში თქვენ შეგექმნათ რაიმე პრობლემა.

 

პასუხისმგებლობის უარყოფა:

საიტზე არსებული ინფორმაცია შეიძლება იყოს არაზუსტი ან ცდომილებებით,  ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ამ ცდომილებებზე და ამ ცდომილებების არსებობაზე. ასევე ვიტოვებთ უფლებას შევასწოროთ ეს ცდომილებები.

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მომწოდებლების შეცდომებზე, რომელებიც არიან სრულიად დამოუკიდებელი კომპანიები.

 

კლიენტის პასუხისმგებლობა:

კლიენტი ჩვენთან თანამშრომლობით იღებს პასუხისმგებლობას გადაიხადოს ყველა ჯარიმა, რომელიც დაეკისრება მას საკუთარი ქმედებების გამო.


საიტზე არსებული ბმულები:

„იტა ჯორჯიას“ საიტზე შეიძლება იყოს განთავსებული სხვა საიტების ბმულები. „იტა ჯორჯია“ არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირის ვებ საიტზე განთავსებულ წესებზე, პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ასევე მათ საიტზე არსებულ კონტენტზე და უსაფრთხოებაზე.

 

ბანკის და საკრედიტო ბარათის საკომისიო:

საიტზე ასახული პროდუქტის ფასში არ არის გათვალისწინებული ბანკის ან საკრედიტო ბარათის მომსახურების საკომისიო. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ვალუტის კურსებს შორის სხვაობა გადმორიცხვამდე.

 

ანგარიშის ანულირება:

ი.ტ.ა. ჯორჯია იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი ანგარიში.

 

რეგისტრაცია:

ჩვენ რეგისტრაციის მისამართი: რუსთაველის გამზირ 37. 7 ნოემბერი,  2000 წელი. თბილისი, საქართველო.

საინდეტიფიკაციო კოდი : 253071580

 

დახმარებისათვის მოგვმართეთ:

საკონტაქტო ინფორმაცია

შ.პ.ს. ი.ტ.ა. ჯორჯია 
ტელ:  +995 32 2 55 77 77 
ფაქსი: +995 32 2 999 888 
trip@itageorgia.ge

ძმები კაკაბაძეების ქუჩა 2 
(კინოს სახლის შენობა) 
0108, თბილისი, საქართველო