საქართველოს ავიახაზები – Georgian Airways(Airzena) დაარსდა 1993 წლის სექტემბერს. ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისებს თბილისიდან ევროპის, რუსეთის, უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის მიმართლებით.

თავიდან ავიაკომპანია ასრულებდა რეისებს არაბთა გაერთიანებული საამიროების, იტალიის, ჩინეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, სირიისა და ვენის მიმართლებით.

2004 წელს ავიაკომპანიამ სახელწოდება აირზენა შეცვალა და დაირქვა საქართველოს ავიახაზები.

2010 წელს საქართველოს ავიახაზები – Georgian Airways(Airzena) გახდა IATA-ს(International Air Transport Association – საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების ასოციაცია) წევრი.

ამ მომენტისთვის ავიაკომპანია ასრულებს რეისებს ევროპის, რუსეთის, უკრაინისა და ისრალეის მიმართულებით:

  • ამსტერდამი – ორშაბათსა და შაბათს
  • ბარსელონა – სეზონური ფრენები
  • ბოლონია – სეზონური ფრენები
  • ბრიუსელი – სეზონური ფრენები
  • ბათუმი – სეზონური ფრენები
  • პარისი – სამშაბათსა და პარასკევს
  • ერევანი – ყოველდღე
  • კიევი – პარასკევსა და კვირას
  • ლონდონი – სეზონური ფრენები
  • ლიონი – სეზონური ფრენები
  • პრაღა – სეზონური ფრენები
  • ბერლინი – ორშაბათსა და პარასკევს
  • თელ-ავივი – ყოველდღე
  • ვენა – ხუთშაბათსა და კვირას
  • მოსკოვი – ტექნიკური გაჩერებით ერევანში

ბარგი:

აუცილებლად გადაამოწმეთ შედის თუ არა ჩასაბარებელი ბარგი ავიაბილეთის საფასურში, თუ შედის ყველა მიმართლებაზე დაშვებულია მაქსიმუმ 1 ჩანთა 23 კილოგრამამდე, გამონაკლისია მხოლოდ მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი და კიევი, სადაც დაშვებული ბარგის წონა არის 25 კილოგრამამდე, მხოლოდ 1 ჩანთა.

ჩასაბარებელი ჩანთის გვერდების ზომის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 158 სანტიმეტრს.

ხელბარგი შედის ყველა ავიაბილეთის საფასურში და არის 8 კილოგრამი, ჩანთის გვერდების ზომის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 115 სანტიმეტრს.

ზედმეტი წონის შემთხვევაში მოგიწევთ თანხის დამატება,

მაქსიმალური წონის 32 კილოგრამამდე გაზრდა ევროპის მიმართულებით 50 ევრო. რუსეთის, უკრაინისა და ისრაელის მიმართულებით 35 ევრო. ბათუმისა და ერევნის მიმართლებით 25 ევრო.

23 კილოგრამამდე დამატებითი ბარგის ყიდვის შემთხვევაში:

  • ევროპა – 75 ევრო
  • რუსეთი, უკრაინა – 50 ევრო
  • ისრაელი – 65 ევრო
  • ერევანი, ბათუმი – 30 ევრო

ცხოველების ტრანსპორტირება:

  • 6 კილოგრამზე ნაკლები ყუთის ჩათვლით, თვითმფრინავის სალონში – 50 ევრო
  • 32 კილოგრამზე ნაკლები ყუთის ჩათვლით, თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში – 120 ევრო

    წყარო: საქართველოს ავიახაზები – Georgian Airways(Airzena)

რეგისტრაცია:

ავიაკომპანიის საიტზე რეგისტრაცია შესაძლებელია 48 საათით ადრე, თუმცა შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ აეროპორტში გაფრენამდე 2 საათით ადრე, სრულიად უფასოდ.

ონლაინ რეგისტრაცია ზოგ მიმართულებაზე შეზღუდულია და მხოლდო ხდება შემდეგ მიმართელბებზე: ასმტედამი, ბათუმი, ბერლინი, ერევანი, კიევი, მოსკოვი, პრაღა, სანკტ-პეტერბურგი და ვენა.

დამატებითი შეკთხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 032 255 77 77

Categories: airlines

0 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *