ავიაბილეთები

დასვენება ეგვიპტეში

დასვენება ეგვიპტეში – მოგზაურობა და დასასვენებელი ტურები ეგვიპტეში.  

დასვენება ეგვიპტეში • სამოგზაურო და დასასვენებელი ტურები

საუკეთესო დრო დასვენებისთვის

  • ოქტომბერი – აპრილი – იდეალური კლიმატი:  მზიანი, მაგრამ არა ძალიან ცხელი. საუკეთესო პერიოდია დასვენებისა და მოგზაურობისათვის, 22 – 28 °C.

  • ზაფხულში (ივნისი-აგვისტო) ძალიან მაღალი ტემპერატურაა – 35–45°C, თუმცა ფასები დასასვენებელ ტურისტულ პაკეტებზე საგრძნობლად კლებულობს.

  • ზამთარი – 18–24°C, ოდნავ გრილი ზღვაა, მაგრამ სამოგზაუროდ და დასვენებისათვის მაინც კომფორტული პერიოდია.

  • საჰაერო მიმოსვლა, რეგულარული რეისები კაიროში, (ჩარტერული ავიარეისები შარმ-ელ-შეიხი Sharm El Sheikh – ჰურგადა – Hurghada ) ავიაკომპანია Air Cairo
  • ეგვიპტე ცნობილია თავისი ზღვისპირა კურორტებით, განსაკუთრებით წითელ და ხმელთაშუა ზღვებზე. აი რამდენიმე ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი კურორტი.
  • წითელი ზღვის კურორტები: ჰურგადა (Hurghada), შარმ-ელ-შეიხი (Sharm El Sheikh), მარსა ალამი (Marsa Alam),
  • ხმელთაშუა ზღვის კურორტები: ალექსანდრია (Alexandria), მარინა და ელ-ალამეინი (Marina / El Alamein)

პოპულარული მიმართულებები და დასვენება ეგვიპტეში

დასვენება ეგვიპტეში

აღმოაჩინეთ ეგვიპტის ტურები

დაგვიკავშირდით

მოგზაურობა და დასვენება ეგვიპტეში

ამ ქვეყანაში დასვენება და სამოგზაურო ტურების ერთდროულად დაგეგმვა განსაკუთრებული შესაძლებლობაა, დასვენება,  მზიანი ამინდი, წითელი ზღვის უნიკალურ სანაპიროები  და საუკეთესო (all-inclusive) მომსახურების სერვისი მდიდრულ სასტუმროებში. სამოგზაურო და დასასვენებელ ტური ერთდროულა, ეს ორი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

ეგვიპტე

ეგვიპტე მდებარეობს  ჩრდილოეთ აფრიკაში,  ქვეყანა რომელიც ცნობილია თავისი უძველესი ცივილიზაციით, ფარაონებით, პირამიდებით და მდინარე ნილოსის დელტით. ეგვიპტე იყო ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის ცენტრი, რომელიც 5000 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა არსებობდა.

ზოგადი ინფორმაცია:

  • დედაქალაქი: კაირო

  • ოფიციალური ენა: არაბული

  • მოსახლეობა: დაახლოებით 110 მილიონზე მეტი

  • მთავარი მდინარე: ნილოსი – ყველაზე გრძელი მდინარე მსოფლიოში

  • ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP)

თანამედროვე ეგვიპტე, არის რესპუბლიკა, ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყანა, რომლის ძირითადი სექტორებია: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა (ნავთობი და ბუნებრივი აირი), სუეცის არხი  – მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტი

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ეგვიპტეს შესახებ:

ეგვიპტე არის დაუვიწყარი მიმართულება მათთვის, ვისაც სურს შეათავსოს ერთმანეთს უძველესი ისტორია, დაუვიწყარი სანახაობები, აღმოსავლური ეგზოტიკა და ზღვისპირა დასვენება. ძირითადი ასპექტები, რაც უნდა გაითვალისწინოთ ეგვიპტეში მოგზაურობისა და დასვენების დაგეგმვისას.

რატომ ეგვიპტეში?

  • უძველესი ცივილიზაცია: პირამიდები, სფინქსი, ლუქსორის ტაძრები, კარნაკი — ყველაფერი უნიკალურია.

  • წითელი ზღვა: ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყალქვეშა სამყარო მყვინთავებისთვის.

  • ხელმისაწვდომი ფასები: მაღალი დონის all-inclusive სასტუმროები საშუალო და ბიუჯეტური ფასებით.

  • მზიანი ამინდი მთელი წლის განმავლობაში.

  • სტუმართმოყვარე ხალხი და არაბული ეგზოტიკა.

ყველაზე ცნობილი სანახაობები ეგვიპტეში

    • გიზას დიდი პირამიდა

    • სფინქსის ქანდაკება

    • ლუქსორისა და კარნაკის ტაძრები

    • აბუ სიმბელის ტაძარი