თბილისი პარიზი ავიაბილეთები
პარიზი (Paris) – პირდაპირი ფრენა, ავიარეისები სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან (TBS) პარიზში, შარლ დეგოლოს აეროპორტში (CDG) . ფრენის ხანგრძლივობა ხუთი საათი და ათი წუთია. ავიარეისები პრაქტიკულად ყოველდღიურად სრულდება. ავიარეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways – “აირზენა” და ფრანგული Air France ახორციელებს.

ავიარეისების განრიგი - თბილისი პარიზი ავიაბილეთები
სავიზო რეგულაციები შენგენის წევრ ქვეყნებში
2017 წლის 28 მარტიდან, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები, შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მგზავრობენ.
მოკლევადიანი ვიზიტი ითვალისწინებს უვიზოდ დარჩენის უფლებას 90 დღით ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში
მისამართი: კრწანისის ქ. N° 51ა, 0114 თბილისი
ტელეფონი: +995 32 272 14 90
ელ-ფოსტა: contact.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr
ვებ-გვერდი: https://ge.ambafrance.org/
საქართველოს საელჩო საფრანგეთში
მისამართი: 8 Rue Bermontier, 75017 Paris, France
ტელეფონი: +331 45 02 16 16
ელ-ფოსტა: ambassade.georgie@mfa.gov.ge
ვებ-გვერდი: https://france.mfa.gov.ge/
გამოიყენეთ იაფი ავიაბილეთების კალენდარი და იპოვეთ საუკეთესო ფასი ავიაბილეთებზე .

ონლაინ ავიაბილეთები თბილისი პარიზი
პარიზი
პარიზი (Paris) – საფრანგეთის დედაქალაქი, ევროპისა და მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ქალაქი. იგი ცნობილია მდიდარი ისტორიით, შთამბეჭდავი არქიტექტურით და გამორჩეული კულტურული ძეგლებით. პარიზის ტური საუკეთესო საშუალებაა ქალაქის გასაცნობად და მისი უმთავრესი ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.
ღირსშესანიშნაობები პარიზში
ტურისტებისათვის პარიზი გამორჩეულად სასურველი და მომზიდველი მიმართულებაა. მას წლის განმავლობაში მილიონობით უცხოელი ტურისტი სტუმრობს. პარიზი ცნობილია ღირსშესანიშნაობებითა და არქიტექტურული ძეგლებით. აქ ბევრი ცნობილი სანახაობაა, ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (Notre Dame de Paris), ელისეს მინდვრები, მონმარტრი და უამრავი სხვა.
ეიფელის კოშკი
კოშკის სიმაღლე 300 მეტრია. ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, ეიფელის კოშკს წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ეიფელის კოშკი საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა.
ლუვრის მუზეუმი
ლუვრის მუზეუმი (Musée du Louvre) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამხატვრო მუზეუმი. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ცნობილი ლუვრის პირამიდაა აღმართული. მუზეუმში ინახება 380 000-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ისეთი ცნობილი შედევრები, როგორიცაა “მონა ლიზა” და “ვენერა მილოსელი” და სხვა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
Notre Dame de Paris – გოტიკური არქიტექტურა. პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი ეკლესია. 2019 წლის მომხდარი ხანძრის შემდეგ, ტაძრის აღდგენა და რესტავრაცია 2025 წელს დამთავრდა.
ტაძრის გახსნას უამრავ მოწვეულ სტუმართან ერთად ამარიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა.