დასვენება და ტურები
დასვენება და ტურები – დასასვენებელი ტურები და მზა ტურისტული პაკეტები
ყველაზე პოპულარული ტურები საქართველოდან
ტურები - დასვენება საზღვარგარეთ
გსურთ მოგზაურობის ან დასვენების დაგეგმვა? ჩვენ დაგეხმარებით, როგორ უნდა დაგეგმოთ დასვენება თუ მოგზაურობა საზღვარგარეთ, ან როგორ უნდა აირჩიოთ თქვენი მოგზაურობა და რა უნდა გაითვალისწინოთ საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ Top სამ მიმართულებას, რომელიც ყველაზე პოპულარულია ქართველ მოგზაურთა შორის.
თურქეთი – ბევრი სანახაობა თუ გასართობი ატრაქცია. ორივე ტიპის მოგზაურთათვის სანახაობის მოყვარულებისთვის და გასართობი ატრაქციონებზე მონადირეებისთვის იდეალურია სინთეზია. ავიამიმოსვლა, რამდენიმე ავიარეისი დღეში თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებიდან. Turkish Airlines , Pegasus Airlines , AJet
ეგვიპტე – უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული სანახაობა. წითელი ზღვის ულამაზესი სანაპიროები, მაღალი კლასის სასტუმროები. სათავგადასავლო ექსკურსიები და გასართობი პროგრამები. საჰაერო მიმოსვლა, ხელმისაწვდომი ფასები, რეგულარული და ჩარტერული ფრენები. Air Cairo
კვიპროსი – კვიპროსზე დასვენება ნამდვილად მშვენიერი იდეაა! ეს კუნძული განსაკუთრებულია იმით რომ, ისტორია, კულტურა, ულამაზესი სანაპიროები და მზე თითქმის მთელი წლის განმავლობაში გვანებივრებს. საჰაერო მიმოსვლა, რეგულარული და ჩარტერული ფრენები თბილისის ( Georgian Airways ) და ქუთაისის ( Wizz Air ) აეროპორტებიდან.
რა უნდა გაითვალისწინოთ ტურის არჩევისას?!
რომელი ქვეყანა ან რეგიონი უფრო გაინტერესებთ?
დაახლოებით რა ხანგრძლივობით გეგმავთ მოგზაურობას?
დასვენების პერიოდი, რომელი სეზონისთვის განსაზღვრეთ?
რა ბიუჯეტი გაქვთ გათვალისწინებული თქვენი მოგზაურობისათვის?
რა გირჩევნიათ, დასვენება, სათავგადასავლო, თუ სხვა ტიპის მოგზაურობა?
გვითხარით, რა ტიპის მოგზაურობას გეგმავთ და დაგეხმარებით იდეალური ვარიანტის მოძებნაში. მაგალითად, თუ გსურს დასვენება ზღვაზე და ბიუჯეტი საშუალო გაქვთ, შეგიძლიათ განიხილოთ გეოგრაფიულად უახლოესი და შედარებით ხელმისაწვდომი ბიუჯეტის მიმართულებები: თურქეთი (ანტალია, ბოდრუმი, ქემერი, ალანია), საბერძნეთი (კრეტა, როდოსი), ეგვიპტე (ჰურგადა, შარმ-ელ-შეიხი, ტაბა), კვიპროსი (აია-ნაპა, ლარნაკა, პაფოსი, ლიმასოლი), ბულგარეთი (სანსი ბიჩი). ტაილანდში, და მალდივის კუნძულებზე დასვენება ცოტა უფრო ძვირი დაგიჯდებათ.
თუ უფრო სათავგადასავლო და კულტურული მოგზაურობა გხიბლავთ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მიმართულება, ეს ჩვენთან შესაძლებელია ინდივიდუალურად შეუკვეთოთ!
ევროპა: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, სკანდინავიის ქვეყნები და სხვა.
აზია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ტაილანდი, ვიეტნამი და მრავალი სხვა ეგზოტიკური ქვეყნის მონახულებაა შესაძლებელი.