ავიაბილეთები

სტამბულის ტური

სტამბულის ტური – სამოგზაურო ტურები, სრული ტურისტული პაკეტები!

სტამბულის ტური • სამოგზაურო ტური სტამბოლში

სტამბოლი (İstanbul) – ისტორიულად ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლი.  თურქეთის უდიდესი და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი. ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრი. ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სტამბული უნიკალური ქალაქია, რომელიც ევროპასა და აზიას აერთიანებს — მდიდარია ისტორიული ძეგლებით, ულამაზესი ხედებით, გემრიელი სამზარეულოთი და საინტერესო ბაზრებით.

როგორ დავგეგმოთ • სტამბულის ტური?!

გვითხარით, ტურის დაგეგმვას  დამოუკიდებლად აპირებთ თუ ტურისტული სააგენტოს დახმარებით?

ყველაფერი რაც ტურის შესადგენად დაგჭირდებათ ჩვენთან არის შესაძლებელი შეიძინოთ საუკეთესო ფასად!

✅ ავიაბილეთები – სპეციალური ფასები, აქციები თურქული ავიაკომპანიებისგან Turkish Airlines , Pegasus Airlines , AJet
✅ სასტუმროს დაჯავშნა – ასევე სპეციალური ფასები უშუალოდ გლობალურ მომწოდებლებისგან, ხშირად უფრო იაფად ვიდრე ღია სისტემებში.
✅ ტრტანსფერი – აეროპორტში დახვედრა, ავტომობილის დაქირავება ან მგზავრობა ბარგით აეროპორტიდან სასტუმროში და პირიქით.
✅ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა – ჯანმრთელობის დაზღვევა, ბარგის დაკარგვა, ავიარეისის გადადება, მოგზაურობის გაუქმება, მოგზაურობის ვადაზე ადრე შეწყვეტა

ასევე დაახლოებით როდის და რამდენი დღით გეგმავთ? ამას მნიშვნელობა აქვს რეკომენდაციებისათვის!

დადვიკავშირდით

რა უნდა მოინახულოთ იაუცილებლად სტამბულში

  1. აია სოფია (Hagia Sophia) – ერთ დროს ეკლესია, შემდეგ მეჩეთი, ახლა მუზეუმი და ისევ მეჩეთი. უნიკალური არქიტექტურა და საოცარი ისტორია.
  2. სულთანაჰმედის მეჩეთი (ლურჯი მონასტერი) – ულამაზესი მეჩეთი თავისი ლურჯი კრამიტებით და საოცარი შიდა დიზაინით.
  3. ტოპკაფის სასახლე (Topkapi Palace) – ოსმალთა სულთნების ყოფილი სასახლე, სადაც ინახება უძვირფასესი საგანძური და რელიკვიები.დოლმაბაჰჩეს სასახლე (Dolmabahce Palace) – უფრო თანამედროვე ოსმალური არქიტექტურის ნიმუში, მდიდრული ინტერიე
  4. გრანდ ბაზარი (Grand Bazaar) – ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი დახურული ბაზარი მსოფლიოში. აქ თითქმის ყველაფერი იყიდება.
  5. სუნელების ბაზარი (Spice Bazaar) – სუნელები, ჩაი, ტკბილეული – სურნელოვანი და ფერადი.
  6. ბოსფორის სრუტის კრუიზი – მშვენიერი ხედები, ზღვა და ოსმალური არქიტექტურა სანაპიროზე.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათველია იმ მრავალრიცხოვანი ღირშესანიშნაობათაგან რაც სტამბულის ტურში შეგიძლიათ მოინახულოთ!

რჩევები - სტამბულის ტური

ავია მიმოსვლა თურქეთში

სტამბოლი (Istanbul) – პირდაპირი ფრენები საკმაოდ ინტენსიურია. ავიარეისები სრულდება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან (TBS), ასევე ბათუმისა (BUS) და ქუთაისის (KUT) აეროპორტებიდან. ფრენის ხანგრძლივობა საშუალოდ ორი საათი და ოცდახუთი წუთია. ავიარეისები სრულდება ყოველდღიურად. ავიარეისებს ტრადიციულად თურქული ავიაკომპანიები Turkish Airlines , Pegasus Airlines , AJet ახორციელებენ.