მალდივები
მალდივის კუნძულები
მალდივები
მალდივის რესპუბლიკა — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, მალდივის კუნძულებზე (ინდოეთის ოკეანე). დედაქალაქი მალე. კლიმატი ცხელი და ნესტიანი, ტემპერატურა +26 °C-დან +33 °C-მდე (წყლის +26°C). უხვი მცენარეული საფარი შეიცავს ქოქოსის პალმებს, პურის ხეებს და ტროპიკულ ბუჩქებს. თევზები და კუები ოკეანეში უხვადაა. ძირითადი კულტურებია ნესვი, კაკაო, მანიოკა, ტკბილი კარტოფილი და ბატატი.
საკურორტო გასართობი მიმართულებები
მალდივის კუნძულებს, სამართლიანად მიიჩნევენ ინდოეთის ოკეანის ეკვატორული წყლების ერთ-ერთ საუკეთესო ეგზოტიკურ მიმართულებად. მალდივებზე დროის გატარებისთვის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს დაივინგი და სერფინგი, როგორც სამოყვარულო ისე პროფესიონალთა.
ავია რეისები
საქართველოდან მალდივის კუნძულებზე პირდაპირი რეისები არ სრულდება. მალდივებზე Male International Airport ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია. თბილისიდან მგზავრობა შესაძლებელია გადაჯდომით სტამბოლში, დოჰაში ან დუბაიში. Turkish Airlines, Qatar Airways, Flydubai, Emirates, Air arabia
კუნძულებზე ხორციელდება საბორნე მიმოსვლა ტრადიციული ნავებით – „დონი“, შორეულ რეგიონებში კი ჰიდროპლანი დაფრინავს.
სავიზო რეგულაციები
საქართველოს მოქალაქეები მალდივის რესპუბლიკის ვიზას მიიღებენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.
რჩევები მოგზაურობისას