დასვენება ანტალიაში – კომფორტული All Inclusive სასტუმროები და ზღვისპირა დასვენება მაღალი ხარისხის მომსახურებით.
ანტალია გამოირჩევა თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურით, მრავალფეროვანი სასტუმროებით და თბილი ხმელთაშუა ზღვის კლიმატით. დასვენება ანტალიაში აერთიანებს საუკეთესო კურორტებს, All Inclusive სასტუმროებს, ექსკურსიებს და ტურებს. 2026 წელს ანტალია რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად საქართველოდან, განსაკუთრებით All Inclusive ტურებზე მოთხოვნის გამო.
Lara
ცნობილია პრემიუმ კლასის სასტუმროებით და მაღალი დონის მომსახურებით.
Belek
ბელექი იდეალურია გოლფის მოყვარულებისთვის და მშვიდი დასვენებისათვის.
Kemer
ქემერი აერთიანებს მთებს, ზღვის სანაპიროს და აქტიურ გართობას ახალგაზრდებისთვის.
Alanya
ალანია (Alanya) …
All Inclusive სისტემით ტურები ანტალიაში გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ სრულფასოვანი დასვენებით დამატებითი ხარჯების გარეშე.
პაკეტები მოიცავს როგორც კვებას, ასევე გართობისა და დასვენების სერვისებს.
პრემიუმ All Inclusive • ანტალია
Rixos Hotels წარმოადგენს ანტალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პრემიუმ All Inclusive ბრენდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი დონის სერვისით და ოჯახური ინფრასტრუქტურით.
პრემიუმ All Inclusive • ანტალია
Maxx Royal Resorts წარმოადგენს ანტალიის პრემიუმ სეგმენტის ერთ-ერთ გამორჩეულ ბრენდს. არჩევანი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს ექსკლუზიურ გარემოს, უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.
All Inclusive ტური ანტალიაში, როგორც წესი, მოიცავს სასტუმროში სრულ კვებას, სასმელებს, აუზებს, პლაჟს, ანიმაციას და გასართობ პროგრამებს. ბევრი სასტუმრო ასევე გთავაზობთ სპორტულ აქტივობებსა და საბავშვო სერვისებს დამატებითი საფასურის გარეშე.
ანტალიის რეგიონში ყველაზე პოპულარული კურორტებია ლარა, ბელეკი, ქემერი და ალანია. ლარა და ბელეკი ცნობილია მაღალი კლასის All Inclusive სასტუმროებით, ქემერი — ბუნებითა და მთებით, ხოლო ალანია — ხელმისაწვდომი ფასებით და აქტიური ღამის ცხოვრებით.
ანტალია ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ოჯახური დასვენებისთვის. სასტუმროების უმეტესობა მორგებულია ბავშვებზე — აქვს აკვა-პარკები, საბავშვო კლუბები, უსაფრთხო პლაჟები და სპეციალური მენიუები, რაც მშობლებისთვის დასვენებას ბევრად კომფორტულს ხდის.
საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში ვიზა საჭირო არ არის. შეგიძლიათ იმოგზაუროთ როგორც პასპორტით, ასევე პირადობის მოწმობით და დარჩეთ ქვეყანაში განსაზღვრული ვადით უვიზოდ, რაც ანტალიას განსაკუთრებით მარტივ და პოპულარულ მიმართულებად აქცევს.
ანტალიაში ტურისტული სეზონი იწყება აპრილიდან და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. ზაფხული იდეალურია ზღვისპირა დასვენებისთვის, ხოლო გაზაფხული და შემოდგომა — ექსკურსიებისთვის.
გაეცანით ასევე სხვა პოპულარულ დასასვენებელ მიმართულებებს საქართველოდან: ყველა ტური, დასვენება თურქეთში, და სხვა.
sdg