ტურისტული პაკეტები და დასვენება ბოდრუმში
დასვენება ბოდრუმში
ბოდრუმის
ცნობილია პრემიუმ კლასის სასტუმროებით და მაღალი დონის მომსახურებით.
დასვენება ანტალიაში — ლარა (Lara)
ბოდრუმში
ბელექი იდეალურია გოლფის მოყვარულებისთვის და მშვიდი დასვენებისათვის.
დასვენება ანტალიაში — ბელექი (Belek)
ბოდრუმის
ქემერი აერთიანებს მთებს, ზღვის სანაპიროს და აქტიურ გართობას ახალგაზრდებისთვის.
დასვენება ანტალიაში — ქემერი (Kemer)
ბოდრუმის
ალანია (Alanya) …
დასვენება ანტალიაში — ალანია (Alanya)
ვისთვის არის დასვენება ბოდრუმში საუკეთესო არჩევანი?
დასვენება ბოდრუმში – იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ევროპული ხარისხის სერვისი. ლურჯი ზღვა, თანამედროვე სასტუმროები და მშვიდი გარემო.
ბოდრუმი
ოჯახური დასვენება ბოდრუმში
ბოდრუმი — თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, რომელიც ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი ცნობილია თეთრი სახლების არქიტექტურით, ლურჯი ყურეებითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. ბოდრუმი მუღლას პროვინციას ეკუთვნის და სტამბოლიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ინფრასტრუქტურა აქ ძალიან განვითარებულია: თანამედროვე სასტუმროები, იახტების მარინა, რესტორნები, ღამის კლუბები და სავაჭრო სივრცეები ტურისტებს კომფორტულ დასვენებას სთავაზობს. ტრანსპორტი მოსახერხებელია — მოქმედებს საერთაშორისო აეროპორტი და რეგულარული საზღვაო მიმოსვლა. კლიმატი ხმელთაშუაზღვისაა: ზაფხული ცხელი და მზიანია, ზამთარი კი რბილი და ნოტიო. ბოდრუმი იდეალურია როგორც პლაჟის, ისე კულტურული და აქტიური დასვენებისთვის.
ბოდრუმში თქვენ გელოდებათ მდიდრული თეთრი იახტები, თანამედროვე სასტუმროები, რესტორნები ნამდვილი გურმანებისთვის, ღამის კლუბები და ყველაზე დიდი დისკოტეკა ევროპაში–ჰელიკარნასი! „ბარების“ ცნობილი ქუჩა უამრავი თავშესაქცევი ადგილებით, სადაც თქვენ აუცილებლად იპოვით „თქვენ“ ბარს. ბოდრუმი იალქნიანი სპორტის აღიარებული ცენტრია. აქედან იწყება დაუვიწყარი კრუიზები ეგეოსის ზღვაზე.
ეს კურორტი ცნობილია თავისი სუბტროპიკული კლიმატით. განსაკუთრებით პოპულარულია წყვილებსა და მეგობრულ ჯგუფებში. ვინც ეძებს მშვიდ და ელეგანტურ დასვენებას. ასევე შესაფერისია ოჯახური დასვენებისათვის. როცა ანიჭებენ უპირატესობას მყუდრო გარემოს და ნაკლებად ხმაურიან კურორტს.
- იდეალური კლიმატი და ბუნება.
- ისტორიული მნიშვნელობა.
- თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
ქალაქი გამორჩეულია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. აქ მოიძებნება ძვირადღირებული სასტუმროები, კომფორტული აპარტამენტები, კაფეები და რესტორნები. ბოდრუმში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც თურქული, ისე სხვა ქვეყნის კერძები.
მიუხედავად მშვიდი ატმოსფეროსა, ბოდრუმში ბევრი სასტუმრო მორგებულია ოჯახურ დასვენებაზე. აქ შეხვდებით საბავშვო აუზებს, სპეციალურ მენიუებს და უსაფრთხო სანაპიროებს, რაც კომფორტულ გარემოს ქმნის როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის.
რას მოიცავს All Inclusive დასვენება ბოდრუმში?
All Inclusive პაკეტი ბოდრუმში, როგორც წესი, მოიცავს: სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას, ადგილობრივ სასმელებს, აუზებს, პლაჟს და სხვადასხვა გასართობ აქტივობას. ზოგიერთ სასტუმროში დამატებით ხელმისაწვდომია სპა და სპორტული სერვისებიც.
All Inclusive სასტუმროები ბოდრუმში
ბოდრუმში წარმოდგენილია მაღალი დონის All Inclusive და Ultra All Inclusive სასტუმროები, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ სრულ კვებას, სასმელებს, აუზებს, პირად პლაჟებსა და გასართობ პროგრამებს. ბევრი სასტუმრო გამოირჩევა ბუტიკ-სტილით და მაღალი მომსახურების ხარისხით.
სხვა ტურები თურქეთში
გარდ ბოდრუმისა შეგიძლიათ გაეცანოთ ასევე სხვა პოპულარულ დასასვენებელ მიმართულებებს საქართველოდან: ყველა ტური, დასვენება თურქეთში, და სხვა.
ტურის ასარჩევათ დაგვიკავშირდით ტელეფონით, მოგვწერეთ ან გვესტუმრეთ ჩვენს ოფისში.