მალდივების ტურები 2025 – დასვენება მალდივებში საუკეთესო ფასად

მალდივების ტურები 2025

მთავარიმალდივები

რატომ მალდივების ტურები?

შეუდარებელი ბუნება და კლიმატი მთელი წლის განმავლობაში

  • მაღალი დონის სერვისი და პერსონალიზებული მიდგომა

  • შეუვალი წყნარება და სიმყუდროვე

  • მრავალფეროვანი საზღვაო ცხოვრება – საუკეთესო ადგილი დაივინგისა და სნორკელინგისთვის

ტროპიკული სამოთხე

მალდივები, ინდოეთის ოკეანეში მოქცეული კუნძულოვანი რესპუბლიკა, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და გამორჩეულ სამოგზაურო მიმართულებას მსოფლიოში. კუნძულების არქიპელაგი გამოირჩევა თეთრი ქვიშის სანაპიროებით, ცისფერი ლაგუნებითა და ფუფუნებით გაჟღენთილი ბუტიკ-რეზორტებით, სადაც ყოველი დღე საოცარ სიმშვიდესა და ბუნების ჰარმონიაში იძირება.

ამ ადგილას ყოველი დეტალი – ოვერჰედ ვილებიდან დაწყებული, პირად კუნძულებზე განთავსებული ფუფუნების სასტუმროებით დამთავრებული – შექმნილია იმისთვის, რომ მოგზაურს დაუვიწყარი გამოცდილება შესთავაზოს. მალდივები იდეალური არჩევანია როგორც რომანტიკული თაფლობისთვის, ისე სრულყოფილი განტვირთვისა და გონების განახლებისთვის.

ჩვენს ტურისტულ სააგენტოსთან ერთად, შეგიძლიათ ისარგებლოთ სრულად ორგანიზებული მოგზაურობის პაკეტებით, რომლებიც მოიცავს:

  • ფრენებსა და გადაფრენებს
  • საცხოვრებელ ადგილს თქვენთვის შერჩეულ ლაქშერი-რეზორტში
  • წყალქვეშა სამყაროს აღმოსაჩენ ექსკურსიებს
  • სპა პროცედურებსა და გამაჯანსაღებელ აქტივობებს

სასტუმროები და კურორტები მალდივებში

  • ჩვენ ვთანამშრომლობთ მალდივების წამყვან რეზორტებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტებს.

    შეგიძლიათ აირჩიოთ:

    • ოვერჰედ ვილები – წყლის ზედაპირზე აშენებული პრივატული საცხოვრებლები

    • სანაპირო ვილები – პირდაპირ სანაპიროზე მდებარე ბუტიკ-სახლები

    • All Inclusive რეზორტები – საკვებით, სპა მომსახურებით და აქტივობებით

    სასტუმროები მალდივებზე გთავაზობთ ისეთ მომსახურებას, სადაც დეტალებშიც კი იგრძნობა ფუფუნება და სტუმართმოყვარეობა.

ფუფუნების ვილები ოკეანეზე

ამ ქვეყანაში დასვენება და სამოგზაურო ტურების ერთდროულად დაგეგმვა განსაკუთრებული შესაძლებლობაა, დასვენება,  მზიანი ამინდი, წითელი ზღვის უნიკალურ სანაპიროები  და საუკეთესო (all-inclusive) მომსახურების სერვისი მდიდრულ სასტუმროებში. სამოგზაურო და დასასვენებელ ტური ერთდროულად, ეს ორი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

ბიუჯეტური სასტუმროები მალდივებში

ამ ქვეყანაში დასვენება არ არის ავტომატურად დიდ ხარჯებთან ასოცირებული. პირადი კუნძულებისა და all inclusive სასტუმროების გარდა აქტიური მოგზაურობის მოყვარულებიც იპოვიან თავიანთ ადგილს -გაეცნობიან ადგილობრივი მოსახლეობას, დააგემოვნებენ ლოკალურ კერძებს და მაქსიმალურად ბიუჯეტურად მოინახულებენ ამ საოცარ ადგილს.

მალდივების ტურები - ფასები 2025

ოლ-ინკლუზივ პაკეტები

ALL INCLUSIVE -პაკეტი მოიცავს მოგზაურობის ყველა დეტალის გათვალისწინებას. სასტუმროს შერჩევას საიდანაც გასვლა არ დაგჭირდებათ და დაგხვდებათ ყველაფერი, რაზეც კი იოცნებებდით.

საოჯახო მალდივების ტურები

მალდივები იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის – კომფორტული პირობები, დაცული გარემო და მრავალფეროვანი აქტივობები როგორც მშობლებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

ჩვენ ვთავაზობთ სპეციალურად ოჯახებისთვის მორგებულ ტურისტულ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს:

  •  სასტუმროებს ოჯახებისთვის – ფართო ვილებით, რომელთაც აქვთ ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახები ან რამდენიმე საძინებელი, რაც კომფორტულია ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას.
  •  საოჯახო აქტივობებს – უსაფრთხო პლაჟები, საბავშვო კლუბები, ანიმატორები, საგანმანათლებლო აქტივობები და წყალზე გასართობი პროგრამები.
  • დასვენება მშობლებისთვის – სპა, იოგა, წყნარი ადგილები სრულად განტვირთვისთვის, სანამ ბავშვები დაკავებულები არიან

რას მოიცავს საოჯახო პაკეტი?

  • ფრენები და ყველა შიდა ტრანსფერი
  • საცხოვრებელი ოჯახურ ვილაში
  • სრული კვება (All Inclusive)
  • აქტივობები ბავშვებისა და მოზარდებისთვის
  • გიდის მხარდაჭერა მოგზაურობის მანძილზე

რომანტიკული ტურები მალდივებში

მალდივები იდეალური ადგილია წყვილებისთვის, ვინც ეძებს სრულ სიმშვიდეს, ლამაზ ხედებს და დაუვიწყარ ემოციებს.

ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ პაკეტებს:

  • თაფლობის თვის ტურები

  • კერძო ვილები პირად აუზით და ზღვის ხედით

  • სანაპიროზე ვახშამი მზის ჩასვლის ფონზე

  • სპეციალური სიურპრიზები და მომსახურება წყვილებისთვის

ეს არის ადგილი, სადაც დრო ჩერდება და ყველა მომენტი ერთმანეთისთვის რჩება.

როგორ დავჯავშნოთ მალდივების ტურები?

ჩვენი ტურისტული სააგენტო გთავაზობთ სრულად ორგანიზებულ და ინდივიდუალურად მორგებულ ტურებს მალდივებზე. დაჯავშნა შესაძლებელია რამდენიმე მარტივი ეტაპით:

  1. კონსულტაცია – დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ და ერთად განვიხილავთ თქვენი მოგზაურობის სურვილებსა და ბიუჯეტს.

  2. პაკეტის შერჩევა – ჩვენს პარტნიორ რეზორტებთან ერთად შევარჩევთ თქვენთვის იდეალურ სასტუმროსა და პროგრამას.

  3. დაჯავშნა და გადახდა – ვამზადებთ ყველა საჭირო საბუთს და დეტალს

დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ოფისში პირადად.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

  1. რა სეზონია საუკეთესო მალდივებზე მოგზაურობისთვის?

მალდივებზე მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდად ითვლება ნოემბრიდან აპრილამდე, როდესაც ამინდი უმეტესად მზიანია და ზღვა – მშვიდი. თუმცა, მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდი შედარებით ნაკლებად ტურისტულია, ფასებიც უფრო მოქნილია და ბუნება – უფრო მწვანე.

 

  1. რამდენი დღეა იდეალური მალდივებზე დასვენებისთვის?

სტანდარტულად, რეკომენდებულია 5-დან 7 დღემდე მოგზაურობა. ეს დრო იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ისე აქტივობების (დაივინგი, სპა, ექსკურსიები) მოსასწრებად.

 

  1. ვიზა მჭირდება მალდივებზე ჩასასვლელად?

საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა საჭირო არ არის –აუცილებელია მხოლოდ პასპორტი, რომელიც მოქმედია მოგზაურობის დასრულებიდან მინიმუმ 6 თვის ვადით.

 

  1. ფრენები შედის ტურისტულ პაკეტში?

დიახ, ჩვენი ტურები მოიცავს სრულიად ორგანიზებულ ფრენებს, რაც მოიცავს როგორც თბილისიდან მალდივებამდე, ასევე შიდა ტრანსფერებს (საზღვაო ტაქსით ან ჰიდროთვით).

 

  1. არის თუ არა მალდივები უსაფრთხო ტურისტებისთვის?

მალდივები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ტურისტებისთვის. რეზორტები კერძო კუნძულებზე მდებარეობს და იცავენ უმაღლეს უსაფრთხოების სტანდარტებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო და ლიცენზირებულ სასტუმროებთან.

 

  1. რა სახის აქტივობებია ხელმისაწვდომი მალდივებზე?

 

  • დაივინგი და სნორკელინგი

 

  • სპა და ველნეს პროგრამები

 

  • კატამარანი და საზღვაო ექსკურსიები

 

  • მზის ჩასვლის კრუიზები

 

  • კერძო ვახშმები სანაპიროზე

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით